ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

რეიტინგის მე-60 ნომერს მოუგო - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის 1/8 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ  ჩენგდუს ტურნირზე პირველი წრის მატჩი მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-60 ნომერს, სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში დაამარცხა.

განსაკუთრებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, სადაც გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკში გაირკვა. ბასილაშვილმა მეტოქე ტაი-ბრეიკში 7:3 დაამარცხა. მეორე სეტი კი 6:4 მოიგო და შედეგად, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერს, ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდსხულპს დაუპირისპირდება. მატჩი 25 სექტემბერს, საქართველოს დროით 06:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 145-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს პროგრესი შენელდა, მაგრამ...“ - რას ამბობს უკრაინელი მწვრთნელი
„საქართველოს პროგრესი შენელდა, მაგრამ...“ - რას ამბობს უკრაინელი მწვრთნელი