დამაჯერებელი გამარჯვება - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალური ეტაპი დაძლია და ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩინელი ჰანლეი ლუ იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა დამაჯერებლად დაიწყო, 5:1 დაწინაურდა და საბოლოოდ 6:2 მოიგო.
მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა - 6:0 და კვალიფიკაციის ფინალის საგზური.
ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ფედერიკო ჩინა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 170-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი-ჩინას მატჩი ხვალ გაიმართება.