ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

იტალიელი მეტოქე დამარცხებულია - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის კვალიფიკაცია დაძლია და ძირითად ბადეში მოხვდა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი ფედერიკო ჩინა იყო. პირველი სეტის შუაში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმი აიღო და 4:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც სეტი საბოლოოდ 6:3 მოიგო.

მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა - ბასილაშვილმა პარტია 6:2 მოიგო და ჩენგდუს ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩინელი ჰანლეი ლუ ასევე 2 სეტში - 6:2, 6:0 დაამარცხა.

ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 60-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი-კეჩმანოვიჩის მატჩი ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი გერმანელი ბორის ბეკერის შემდეგ | ზვერევმა US Open მოიგო
პირველი გერმანელი ბორის ბეკერის შემდეგ | ზვერევმა US Open მოიგო