ეკო გორგოძე
Aa
Aa

ტოლენტინოს ჩელენჯერი, წყვილები - გორგოძე 1/4-ფინალში გავიდა

ტოლენტინოს ჩელენჯერის 1/8-ფინალში, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძემ და მისი პარტნიორი დესპინა პაპამიხაილი იტალიურ დუეტს, ჯესიკა პიერი/სამირა დე სტეფანოს დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება ქართულ/ბერძნულ წყვილს დარჩა - 6:2 6:3.

პირველი სეტი ეკომ და პაპამიხაილმა ცუდად დაიწყეს და მეორე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმეს, თუმცა ამის შემდეგ, 3 ბრეიკი შეასრულეს და სეტიც მარტივად მოიგეს.

მეორე სეტი განსხვავებული იყო. ეკო და დესპინა საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ. საპირისპიროდ კი ყველაფერი იდენტურად იყო.

იტალიელებს საკუთარ ჩაწოდებაზე უჭირდათ და ორი გეიმიც დათმეს. შედეგად ქართულ/ბერძნულმა დუეტმა გაიმარჯვა და ¼-ფინალში გავიდა.

ცნობისთვის, ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერზე ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც მერვედფინალში მისი მეტოქე ჩეხი ბარბორა პალიჩოვაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები