ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„უსამართლობაა, მაგრამ ამას იმსახურებს“ - კომენტარი ჯონსის ტიტულზე

უკანასკნელ პერიოდში შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები და სპორტსმენები ჯონ ჯონსის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. „ბოუნსი“ დიდი ხანია საჩემპიონო ჩხუბში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს, რაც ბუნებრივია სხვებს, პირველ რიგში კი მის უპირველეს კონკურენტს, ტომ ასპინალს აღიზიანებს. შესაბამისად, დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, რომ ჯონსის კიდევ ერთი უარის შემთხვევაში, მას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან, რაზეც საკუთარი მოსაზრება ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა გამოთქვა:

„ცხადია, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება უსამართლობაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ შერეული ორთაბრძოლები პირველ რიგში გასართობი სპორტია. აქ ყველაფერს წყვეტს ის, თუ რომელ მებრძოლს მოაქვს კომპანიისთვის ბევრი ფული. ჯონ ჯონსი ყველაფერს სწორად აკეთებს და ის ძალიან ჭკვიანია. შეიძლება ბევრს ეს უსამართლობად მოეჩვენოს, მაგრამ მან ეს დაიმსახურა და დაიმსახურა იმ მწვერვალზე ყოფნა, სადაც ახლა არის“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში ჯონ ჯონსი ყველა წონითი დივიზიონების საერთო რეიტინგის ლიდერი იყო და მას პირველობა რამდენიმე თვის წინ ისლამ მახაჩევმა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონსი: დენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მე მისი პირადი პროექტი ვარ
ჯონსი: დენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მე მისი პირადი პროექტი ვარ