ისრაელ ადესანია, ხოაკინ ბაკლი
Aa
Aa

„საქმეს მიხედე, ჩინელო თუ აფრიკელო“ - ბაკლის პასუხი ადესანიას

რამდენიმე დღის წინ გამართულ UFC On ESPN 69-ის მთავარი ორთაბრძოლა კამარუ უსმანსა და ხოაკინ ბაკლის შორის საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. ერთ-ერთ ტელევიზიაში შეხვედრას კომენტარს უკეთებდა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია, რომელმაც გარკვეულ მომენტში ბაკლის მიმართ საკუთარი ზიზღი ვერ დაფარა და სიტყვა-სიტყვით ასეთი რამ თქვა: „მეზიზღება ეს შავი ადამიანი. არ ვიცი ზუსტად რა, მაგრამ მასში არის რაღაც, რაც უზომოდ მაღიზიანებს“.

ბუნებრივია ბაკლი ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებდა და ასეც მოხდა - მან ადესანიას პირდაპირ დაუწერა, რომ მას უნდა სძულდეს ფერმერი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი წაართვა. ასე რჩევის სახით ასეთი რამ უთხრა: „საკუთარ საქმეს მიხედე აფრიკელო, თუ ჩინელო, არ ვიცი საიდან ხარ მოსული“.

ცნობისათვის, ხოაკინ ბაკლი კამარუ უსმანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ისრაელ ადესანია კი ოქტაგონში უკანასკნელად რამდენიმე თვის წინ შევიდა და ნასურდინ იმავოვმა ის ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი უკვე დაწერილია, ჩემპიონი ვიქნები“ - ჩარლზ ოლივეირა
„ყველაფერი უკვე დაწერილია, ჩემპიონი ვიქნები“ - ჩარლზ ოლივეირა