ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოტაფოგოსთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „კვარას“ გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო და მატჩის შემდეგ, 24 წლის გარემარბმა პსჟ-ის გამოსვლა შეაფასა.

„რთული შეხვედრა იყო. ბოტაფოგომ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. გოლის გატანის შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და მომდევნო მატჩს უფრო კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. ვიცით, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. ყველა მათგანს პატივს ვცემთ და მოედანზე ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ, რაც დღეს არ გამოგვივიდა.

რა თქმა უნდა, ბედნიერი არ ვართ, რადგან დავმარცხდით, მაგრამ ეს ნორმალურია. ფეხბურთში ხან წააგებ, ხან - მოიგებ. მთავარია, მომდევნო თამაშს მაქსიმალურად ფოკუსირებული შევხვდეთ. სიეტლთან ყველაფერს გავიღებთ და ვეცდებით, გავიმარჯვოთ. ბოტაფოგო უფრო კონცენტრირებული და ენერგიული იყო და მათ მოგება დაიმსახურეს. გვჯერა, რომ თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ჯგუფიდან გავალთ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ.

პარი სენ-ჟერმენი არის გუნდი, რომელშიც მოწინააღმდეგესთან ერთი-ერთზე თამაში შემიძლია. თავისუფლება მაქვს და ამის გამო, ბედნიერი ვარ. იტალია? იტალიაში ლიგა 1-ზე ბევრ რაღაცას ამბობენ, მაგრამ როდესაც აქ გადმოვედი, მივხვდი, რომ დიდი განსხვავება არაა. საფრანგეთში, ყველა ცდილობს, შეუტიოს. იტალიაში მთავარი მწვრთნელები ტაქტიკაზე უდიდეს აქცენტს აკეთებენ. საფრანგეთში მთავარია, ერთიანი ძალებით შეტევა და თავის დაცვა“.

ცნობისთვის, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩამ მეტოქის კარისკენ ხუთჯერ დაარტყა. ერთხელ მეკარემ აუღო, ორჯერ დაუბლოკეს, ორჯერ - ააცილა. კვარაცხელია ბურთს 71-ჯერ შეეხო, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 47-დან 40 ზუსტი გადაცემა გააკეთა. 24 წლის გარემარბმა 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო და 1 საკვანძო გადაცემა მიითვალა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს