ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს

Marca-მ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ აქცენტი დიეგო სიმეონეს სიტყვებზე გააკეთა და განაცხადა, რომ „კვარას“ გადაყვანა პსჟ-ს ტრებლის შესრულებაში დაეხმარა.

„პარი სენ-ჟერმენი შესანიშნავი გუნდია. ლუის ენრიკემ გაანალიზა, რა საჭიროება ჰქონდა და 70 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა“, - განაცხადა დიეგო სიმეონემ 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ. არგენტინელი სპეციალისტი არ ცდება. ჩემპიონთა ლიგაზე, სიტისთან შესრულებულმა ქამბექმა და ლიგა 1-ის ისტორიაში ზამთრის ყველაზე ძვირადღირებულმა ტრანსფერმა პარი სენ-ჟერმენის აღმასვლა განსაზღვრა.

კვარა გახდა ნაწილი, რომელიც ლუის ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა. 26 შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელმა 7 გოლი და 8 ასისტი გაიფორმა და გუნდის წარმატებაში, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის, საფრანგეთის თასისა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაში გამოიხატა, გადამწყვეტი როლი ითამაშა. 

კვარაცხელიას აქვს უნარი, მეტოქეთა რიგებში დისბალანსი გამოიწვიოს და ეს ბოლო შეხვედრებში კარგად ჩანს. ბოლო 5 მატჩში, მან 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ, ხვიჩამ 46 დრიბლინგი შეასრულა (მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში) და 48 მომენტი შექმნა (მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში).

ბურთის კონტროლის ელეგანტურობას და საოცარ დრიბლინგს უნდა დავუმატოთ მისი მებრძოლი ხასიათი. კვარაცხელიაზე მეტი დუელი პარი სენ-ჟერმენის მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მოიგო და ხვიჩა მეხუთე იყო, ვარდნების რაოდენობით“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ჯერ ფაბიან რუისს, შემდეგ კი ვიტინიას გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასნაირები ატლეტიკოს მართლაც სჭირდება“ - სუარესი სიმეონეს დაეთანხმა
„კვარასნაირები ატლეტიკოს მართლაც სჭირდება“ - სუარესი სიმეონეს დაეთანხმა