ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარასნაირები ატლეტიკოს მართლაც სჭირდება“ - სუარესი სიმეონეს დაეთანხმა

პსჟ - ატლეტიკოს (4:0) მატჩის შემდეგ გამართული დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. როხიბლანკოს არგენტინელმა დამრიგებელმა მატჩის შეფასების გარდა, კლუბში არსებულ მწირ კონტიგენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუის ენრიკეს მისგან განსხვავებით აქვს იმის ფუფუნება, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდეს და რომელი ფეხბურთელის დამატებასაც მოითხოვს, უპრობლემოდ დაიმატონ.

ჩოლომ მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაასახელა და ახსენა ის 70 მილიონი ევროც, რომელიც „სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ ქართველის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაუხადა. სიმეონეს აბსოლუტურად დაეთანხმა „ატლეტიკოს“ ყოფილი ფეხბურთელი მარიო სუარესი და ორი სიტყვით ხვიჩა მანაც ახსენა:

„სიმეონეს წუწუნი არასოდეს სჩვევია და მისი ნათქვამი ასპროცენტიანი სიმართლეა. კვარაცხელიას სახით ყველამ კარგად ნახა, თუ რა ძალის მოთამაშე დაიმატა „პარი სენ-ჟერმენმა“ და როგორც შევიტყვე, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს პირადად ენრიკე ითხოვდა. ნასერ ალ-ხელაიფმა ყველაფერი გააკეთა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასასრულებლად. ბევრი ფეხბურთელი გახსენდებათ, რომლის სანაცვლოდაც ზამთარში 70 მილიონი ევრო ვინმეს გადაეხადოს? პარიზელებმა გადაიხადეს.

რაც შეეხება თამაშს, პარიზელებმა მადრიდელებს აშკარად აჯობეს და „ატლეტიკო“ სენ-ჟერმენს პრობლემებს მხოლოდ მაშინ უქმნიდა, როდესაც მეტოქის ნახევარზე ბურთიანად გადასვლას ახერხებდა. კარგია, რომ ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი თამაშია დარჩენილი, რაც იმის იმედს მიტოვებს, რომ ჩემი ყოფილი კლუბი პლეი ოფში გავა.

მარიო სუარესი „ატლეტიკოს“ რიგებში 2010-2015 წლებში ასპარეზობდა  2-ჯერ ევროპის სუპერთასი, თითოჯერ კი ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ევროპა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერი გამოგვივიდა, ინტერი საკუთარ თავს არ ჰგავდა“ - ლაუტარო პსჟ-თან მარცხზე
„არაფერი გამოგვივიდა, ინტერი საკუთარ თავს არ ჰგავდა“ - ლაუტარო პსჟ-თან მარცხზე