ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, დომინანტური გუნდი უნდა შევქმნათ“ - ენრიკე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ბოტაფოგოსთან“ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე: 

„ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ეიფორიის შეგრძნება ნორმალურია. ეს დიდი მიღწევაა, ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ ახლა ჩვენზე ბევრს ისაუბრებენ. კომპლიმენტების მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. 

დიდ გუნდებთან თამაში ყოველთვის საინტერესოა. „ბოტაფოგოს“ დიდი ისტორია აქვს, მოგებული აქვთ ლიბერტადორესის თასი. დარწმუნებული ვარ, პსჟ-ის წინააღმდეგ თამაში მათთვის დიდი მოტივაცია იქნება.

ჩვენ სტანდარტულად ვემზადებით, ბევრი არაფერი შეგვიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-გუნდს ვეთამაშებით. მოსამზადებელი პროცესი უცვლელია. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება მატჩისას მოხდეს. გვსურს, კაი სანახაობა შევთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მატჩს ნახავენ. ასევე გვსურს, გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში - ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა.

აფრიკული და აზიური გუნდების თამაშის ხილვა საინტერესოა, ვინაიდან ეს სხვადასხვა სტილის შედარების საშუალებას გაძლევს. არ მიკვირს, რომ სამხრეთამერიკული გუნდები კარგად თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატზე ყველა მატჩის ნახვას ვერ ვასწრებ, სხვადასხვა სტილის დაპირისპირება საინტერესოა. მთავარია, რომ ხალხს სანახაობა ჰქონდეს. ფეხბურთი გუნდური სპორტია, ამიტომ ფეხბურთელებს მოედანზე ერთმანეთისთვის მსხვერპლის გაღება უნდა შეეძლოთ.

ჩემპიონთა ლიგა სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის შენების პირველი ნაბიჯებია. უფრო დომინანტური გუნდი უნდა შევქმნათ. პსჟ-ის გულშემატკივრები ტიტულებს იმსახურებენ და ჩვენი ამოცანაც ეს არის, მაგრამ ეს მარტივი არაა, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდია“.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მა მადრიდის „ატლეტიკო“ გაანადგურა (4:0), მეორე ტურში კი ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ შეხვდება, რომელმაც პირველი შეხვედრა „სიეტლ საუნდერსს“ მოუგო (2:1).

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუდრიკს დოპინგის მიღების გამო 4-წლიანი მოკვეთა ემუქრება - FA-ს ბრალდება
მუდრიკს დოპინგის მიღების გამო 4-წლიანი მოკვეთა ემუქრება - FA-ს ბრალდება