პასუხის გარეშე - ტრამპის კითხვამ იუვენტუსის ფეხბურთელები დააბნია
აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპორტში ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ - ამ თემაზე საუბარი „იუვენტუსის“ გუნდთან ერთად სცადა.
იტალიური კლუბი აშშ-ში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ჩავიდა და ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრა ჰქონდათ.
ერთ მომენტში, ტრამპმა, რომელმაც თებერვალში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ მონაწილეებს ქალთა სპორტში კრძალავს, სთხოვა „იუვენტუსის“ მოთამაშეებს და თანამშრომლებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
„ბიჭებო, შეიძლება თქვენს გუნდში ქალი თამაშობდეს?“ - ჰკითხა ტრამპმა მოთამაშეებს, რომლებმაც ნერვიულად გაიღიმეს, მაგრამ პასუხი არ გასცეს.
როდესაც ტრამპმა კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა, „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დემიენ კომოლიმ კითხვის განრიდება სცადა.
„ჩვენ ძალიან კარგი ქალთა გუნდი გვყავს. იუვენტუსის ქალთა გუნდი სერია A-ს მოქმედი ჩემპიონია“.
„მაგრამ მათ ქალებთან უნდათ თამაში“, - უპასუხა ტრამპმა, მას შემდეგ რაც კომოლიმ იატაკს დახედა და გაჩუმდა.
ტრამპმა დაამატა: „ის ძალიან დიპლომატიურია“.
- ციტირებს ტრამპის სიტყვებს The Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს ამაღამ (05:00) არაბული „ალ აიანის“ წინააღმდეგ გამართავს.