ზურიკო დავითაშვილი, გიორგი აბუაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი სენტ-ეტიენში? | ზურიკოს გუნდი აბუაშვილს აკვირდება

ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდის გაძლიერება აქვს განზრახული, ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე კი 22 წლის ქართველი გარემარბი, გიორგი აბუაშვილია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა But-ი წერს.

„აბუაშვილს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში საერთაშორისო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მომავალში კი მისი სარფიანად გაყიდვა შეიძლება - სწორედ ამიტომ მოექცა აბუაშვილი „მწვანეების“ სკაუტების ყურადღების ქვეშ“, - წერს გამოცენა.

ცნობისთვის, 2021 წელს აბუაშვილი თბილისის „დინამოდან“ „პორტუს“ მეორე გუნდში გადავიდა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და 2023 წელს რუმინულ „პეტროლულს“ შეუერთდა, გასული წლის თებერვლიდან კი ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავს - კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთში მიმდინარეობს, აბუაშვილმა საფრანგეთთან მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected
      .
      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          მსგავსი სიახლეები

          ცხელი ამბები
          ასევე დაგაინტერესებთ
          „საოცარი სეზონი ჰქონდა“ | ხვიჩა TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგში მეათეა
          „საოცარი სეზონი ჰქონდა“ | ხვიჩა TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგში მეათეა