ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

რა თანხას ითხოვს სენტ-ეტიენი | ზურიკოზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა

ზურიკო დავითაშვილი რამდენიმე ევროპული კლუბის რადარზეა და მცირე შანსია, „სენტ-ეტიენში“ დარჩეს. ქართველი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა და „მწვანეების“ დამოკიდებულების შესახებ გახდა ცნობილი.

„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული გამოცემის, Envertetcontretous-ის თანახმად, ფრანგული კლუბი ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. „მწვანეებს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ და მათ არც არავინ დაკავშირებია. „სენტ-ეტიენი“ არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

დავითაშვილს „სტრასბურგს“, „რენს“, „ბეშიქთაშსა“ და „გალათასარაის“ უკავშირებენ. დღეს, თურქულ პრესაში დაიწერა, რომ „შავ-თეთრები“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ და ზურიკოს ტრანსფერი დღის წესრიგში დააყენეს. მათი პრობლემა ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელს თურქეთში გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 34 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, „მწვანეებთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი საპნის ოპერა ბევრჯერ გვინახავს“ | ოლივეირამ ილიაზე ვრცლად ისაუბრა
„მსგავსი საპნის ოპერა ბევრჯერ გვინახავს“ | ოლივეირამ ილიაზე ვრცლად ისაუბრა