ისტორიული შედეგი: საქართველომ იაპონია დაამარცხა და ფინალშია
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნით დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში იაპონიას დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა.
ისტორიაში პირველად, გუნდურ შეჯიბრებაში იაპონელების დამარცხება შევძელით. ქართველმა ჯუდოკებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.
ორთაბრძოლები ასე დასრულდა:
+70 კგ - სოფიო სომხიშვილი VS რური ტაკაჰაში (მარცხი)
+90 კგ - კანტა ნაკანო VS გურამ თუშიშვილი (მოგება)
57 კგ - მომო ტამაოკი VS ეთერ ლიპარტელიანი (მოგება)
73 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი VS იუდაი ტანაკა (მოგება)
70 კგ - მარიამ ჭანტურია VS უტანა ტერადა (მარცხი)
90 კგ - სანშირო მურაო VS ლაშა ბექაური (მოგება)
გადამწყვეტი ბრძოლა 90 კგ-ში სანშირო მურაოსა და ლაშა ბექაურს შორის შედგა. ოლიმპიადის ფინალის გამეორება (სადაც ლაშამ მოიგო). მურაო უკვე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ და ამ ბრძოლას მშვიდად იგებდა კიდეც, თუმცა ლაშამ ჩვეულ სტილში საოცარი ილეთი შეუსრულა და იპონით გაიმარჯვა!
აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 20:00-დან დაიწყება. ჩვენი მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება.