ხინჩეგაშვილს RAF-ში მეოთხე შეხვედრა ჩაენიშნა - ცნობილია მისი მეტოქეც
ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და ვერცხლისმედალოსანი ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციაში Real American Freestyle (RAF) კიდევ ერთ, რიგით მეოთხე ორთაბრძოლას ჩაატარებს.
როგორც ორგანიზაციის სოცქსელებიდან გახდა ცნობილი, 22 აგვისტოს, კლივლენდში ხინჩეგაშვილი ჯესი მენდესს დაუპირისპირდება. 23 წლის მენდესს RAF-ში ჯერ არ უჭიდავია, ის კოლეჯების დონეზე ამერიკის ორგზის ჩემპიონია.
An Olympic Champ vs a 2x NCAA Champ
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) July 21, 2026
Vladimer Khinchegashvili takes on Jesse Mendez AUG 22 in Cleveland at #RAF12
Tickets in bio. Watch on @foxnation pic.twitter.com/H2vMXFoAcI
ამავე ღონისძიების მთავარი მოვლენა ჯორდან ბაროუზისა და შონ ბრეიდის ორთაბრძოლა იქნება, თანამთავარ მოვლენად კი კოლბი კოვინგტონისა და ბელალ მუჰამედის შეხვედრაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა RAF-ში აქამდე გამართული 3 ორთაბრძოლიდან 2 მოიგო. ბო ბასეტთან მარცხის შემდეგ ხინჩეგაშვილმა ჯონი დიჯულიუსს და კონორ ბიბს მოუგო.