„სწორი გეგმა ჰქონდა, რომელიც კარგად გამოიყენა“ | სეხუდო მერაბთან მარცხზე
ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილთან გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. RAF Georgia-ს მთავარ მოვლენაში „ტრიპელ სიმ“ „მანქანასთან“ იჭიდავა და 8:11 დამარცხდა, რასაც Pound 4 Pound პოდკასტში გამოეხმაურა, რომლის წამყვანებიც ის და კამარუ უსმანი არიან.
„რეალობა ისაა, რომ მან დამამარცხა. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა. სწორი გეგმა ჰქონდა, რომელიც კარგად გამოიყენა. ხელებს იყენებდა და მაიძულა, მის ქმედებებზე რეაგირება მქონოდა. გამძლეობამ დამაღალატა და ენერგია არ მეყო.
ჭიდაობის სილამაზე სწორედ ესაა. ნებისმიერ დღეს, როდესაც 100 პროცენტით მზად არ ხარ, ან ვინმე შენზე უკეთ მომზადებული გამოვა, შეიძლება დამარცხდე. იცი, რამდენჯერ წამიგია ბიჭებთან, ვისაც ქვეყნის ჩემპიონატიც კი არ მოუგიათ და არაფრისთვის მიუღწევიათ? უბრალოდ იმიტომ, რომ საშინელი დღე მქონდა ან მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს.
მერაბმა მაიძულა, მის ქმედებებზე რეაგირება მომეხდინა. ხელებით ჭიდაობაში ჩავები, უფრო მაღალ დგომში დავდექი და ეს მისთვის გასამარჯვებლად საუკეთესო გზა აღმოჩნდა“.
ცნობისთვის, სეხუდო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია. „ტრიპელ სიმ“ ოქროს მედალი 2008 წელს, პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.