„სპორტინგს მომდევნო დღეებში დატოვებს“ | პორტუგალიური ჟურნალი ქოჩორაშვილზე წერს
პორტუგალიურმა ჟურნალმა, Observador-მა „სპორტინგის“ სატრანსფერო გეგმებს სტატია მიუძღვნა. ავტორი გიორგი ქოჩორაშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
„წამსვლელებს რაც შეეხებათ, ლევანტედან შარშან გაფორმებული გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს მომდევნო დღეებში დატოვებს. მისი წარმომადგენლების მიერ მიღებული შეთავაზებებიდან გამომდინარე, ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ სპორტინგი მას ესპანურ კლუბში, იჯარის წესით გაუშვებს და კონტრაქტში ხელშეკრულების გამოსყიდვის პუნქტი ჩაიდება“, — წერს Observador-ი.
წარსულში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ქოჩოს“ ყველაზე მეტი მსურველი სწორედ ესპანეთიდან ჰყავს. სხვადასხვა დროს ის „ლევანტეს“, „ჟირონას“, „სელტასა“ და „კასტელონს“ დაუკავშირეს. დაიწერა ისიც, რომ ქოჩორაშვილი „ოლიმპიაკოსის“ რადარზეა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ სადებიუტო სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ლომებმა“ ქართველ ნახევარმცველში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და სწორედ ამ თანხის ამოღება სურთ.