დინამოს კიდევ ერთი ტრანსფერი - თბილისელებმა ნიგერიელი ფორვარდი დაიმატეს
„ეშტრელას“ ცენტრალური თავდამსხმელი მეთიუ გბომადუ კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
23 წლის ნიგერიელი ფორვარდი „ეშტრელას“ მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა, თუმცა პორტუგალიური კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშია.
კარიერის სხვადასხვა დროს მეთიუ გბომადუ სომხური „ვანისა“ და „არარატ-არმენიას“ ღირსებას იცავდა. სომხეთის ჩემპიონატში მან 68 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა. 2023-24 წლების სეზონში „არარატ-არმენიასთან“ ერთად ნიგერიელმა ფორვარდმა სომხეთის თასი, ხოლო 2025-26 წლების სეზონში - სომხეთის ჩემპიონატი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლიეტუვურ „ჟალგირისს“ მიიღებს. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა კი ვილნიუსში 30 ივლისს გაიმართება.