ფინალში მეტოქე ჩაეხსნა | გორგოძე აშაფენბურგის ტურნირის გამარჯვებულია
ჩოგბურთში, აშაფენბურგის 100-იანი ტურნირის ფინალში ეკა გორგოძის (217) მეტოქე მსოფლიოს 249-ე ჩოგანი ანასტასია სობოლიევა იყო. პირველი სეტი გორგოძემ 6:0 მოიგო, მეორე სეტს 1:0-ს იგებდა და ამ მომენტში უკრაინელი ჩოგბურთელი თამაშს ჩაეხსნა, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გერმანიაში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში სლოვაკი მია პოჰანკოვა (243) დაამარცხა - 1:6, 6:0. 6:1. 1/8-ფინალში გერმანელი ვალენტინა შტაინერის (522) ბარიერი დაძლია - 6:1, 6:2, მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას (182) აჯობა - 7:5, 6:4, ნახევარფინალში სერბ თეოდორა კოსტოვიცს (183) მოუგო - 7:6, 6:1.
ამ ტურნირამდე გორგოძემ შტუტგარტის 50-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალამდე გავიდა, სადაც ზემოთხსენებულ არგენტინელ ხულია რიერასთან დამარცხდა, აშაფენბურგის 100-იან ტურნირზე კი ქართველის გამოსვლა წარმატებული იყო.