ლუკა მაისურაძე
Aa
Aa

ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

ბოსნია & ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ფინალში იტალიელი ჯაკომო გამბა იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაესაკუთრა.

ფინალამდე მაისურაძემ ნახევარფინალში რუს მიხაილ იგოლნიკოვს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში გერმანელ ვლადიმირ სტარკს ვაზარითა და იუკოთი სძლია, 1/8 ფინალში კი ავსტრიელ საიფ-ისლამ სილამჰანოვი იუკოთი და ორი ვაზარით დაამარცხა.

ევროპის ღია პირველობა საქართველოს ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. ლუკა მაისურაძის გარდა, ტურნირის გამარჯვებული -66 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი -73 კგ. წონით კატეგორიაში თორნიკე მოსიაშვილმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იპონი ფინალში - სარდალაშვილი სარაევოს ღია პირველობის გამარჯვებულია
იპონი ფინალში - სარდალაშვილი სარაევოს ღია პირველობის გამარჯვებულია