გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

„მეკარეებით კმაყოფილი ვარ“ - ირაოლამ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში დაბანაკდა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

პრესკონფერენციაზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ რამდენიმე თემაზე, მათ შორის მეკარეების საკითხზეც ისაუბრა.

„კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რომელიც მეკარის პოზიციაზე გვყავს. გუნდში არის ალისონი, მამარდაშვილი... არმინ პეშის იჯარით გავუშვებთ, გასულ სეზონში რამდენიმე მატჩი ფრედი ვუდმენმაც ითამაშა... ვფიქრობ, ეს პოზიცია საიმედოდ გვყავს დაკომპლექტებული.

გასახდელში ალისონი ძალიან დიდ როლს ასრულებს. მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება ახალწვეულების და ახალგაზრდა ფეხბურთელების სწრაფი ადაპტაციისთვის. გვჭირდება ვირჯილ ვან დაიკი, ალისონი, ჯო გომესი - ფეხბურთელები, რომლებმაც აქ დიდი დრო გაატარეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან დაგვეხმარებიან“.

„ლივერპული“ ჩიკაგოში ორკვირიან შეკრებას გაივლის და „სანდერლენდს“ (26 ივლისი), „რექსემსა“ (30 ივლისი) და „ლიდსს“ (2 აგვისტო) შეხვდება. ტურნეში ირაოლამ ოთხი მეკარე წაიყვანა - გიორგი მამარდაშვილი, ფრედი ვუდმენი, ჰარვი დევისი და ბეილი ჰოლი.

რაც შეეხება ალისონ ბეკერს, რომელმაც ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ის ირაოლას გუნდს მოგვიანებით შეუერთდება, თუმცა ამხანაგურ მატჩებში მისი თამაშის ალბათობა ძალიან დაბალია. ალისონი, ისევე როგორც ვირჯილ ვან დაიკი, მოედანზე, სავარაუდოდ, „ენფილდზე“, „კომოსა“ და „მონაკოსთან“ ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი საბერძნეთიდან | ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ოლიმპიაკოსს აქვს
ახალი მსურველი საბერძნეთიდან | ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ოლიმპიაკოსს აქვს