გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მეკარეების ახალი მწვრთნელი მამარდასთან - ლივერპული აშშ-ში გაემგზავრა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ მეკარეების ახალი მწვრთნელი ჰყავს. ანდონი ირაოლას სამწვრთნელო შტაბი ჩავი ვალერომ დატოვა, მის ნაცვლად კი „წითლების“ მეკარეებთან ალეხანდრო როსალენი იმუშავებს.

49 წლის ესპანელი სპეციალისტი 2021 წლიდან „ნაპოლიში“ მუშაობდა და „პარტენოპეისთან“ ერთად ორი სკუდეტო მოიგო. მანამდე 8 წლის განმავლობაში ის „ფიორენტინაში“ მუშაობდა.

ეს მერსისაიდული კლუბის მეკარეებთან დაკავშირებული ერთადერთი სიახლე არაა - გავრცელებული ინფორმაციით, ირაოლას გუნდს 21 წლის მეკარე არმინ პეში დატოვებს. „ლივერპულმა“ უნგრელი კარის დარაჯი ამერიკული ტურნეს განაცხადიდან ამოიღო. პეში იჯარით ავსტრიულ „ჰარტბერგს“ შეუერთდება.

„ლივერპული“ ჩიკაგოში ორკვირიან შეკრებას გაივლის და „სანდერლენდს“ (26 ივლისი), „რექსემსა“ (30 ივლისი) და „ლიდსს“ (2 აგვისტო) შეხვდება. ტურნეში ირაოლამ ოთხი მეკარე წაიყვანა - გიორგი მამარდაშვილი, ფრედი ვუდმენი, ჰარვი დევისი და ბეილი ჰოლი.

რაც შეეხება ალისონ ბეკერს, რომელმაც ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ის ირაოლას გუნდს მოგვიანებით შეუერთდება, თუმცა ამხანაგურ მატჩებში მისი თამაშის ალბათობა ძალიან დაბალია. ალისონი, ისევე როგორც ვირჯილ ვან დაიკი, მოედანზე, სავარაუდოდ, „ენფილდზე“, „კომოსა“ და „მონაკოსთან“ ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს