ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის თამაში საეჭვოა - შტურმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს იწყებს

ხვალ, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში შოტლანდიურ „ჰართსს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ავსტრიული მედია ოთარ კიტეიშვილის შესახებ წერს და ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის თამაში საეჭვოა. ავტორიტეტული Kicker-ის ინფორმაციით, კიტეიშვილმა წვივის ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გამოტოვა, რის გამოც მისი შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაში ეჭვქვეშ დადგა.

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დოზით დატვირთავს კიტეიშვილს. ავსტრიელმა სპეციალისტმა დაზუსტებით ვერ თქვა, მიიღებს თუ არა კიტეიშვილი „ჰართსის“ წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას.

„შტურმისა“ და „ჰართსის“ მატჩი 21 ივლისს, საქართველოს დროით 22:30 საათზე გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი შოტლანდიაში, 28 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს
„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს