ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს“ - ბუნდესლიგის გვერდი ბუდუზე წერს

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

„1. FC Heidenheim 1846“-თან ერთად ბუნდესლიგაში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე მე-2 ლიგაში დაბრუნდა და მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს.

24/25 წლების სეზონის პირველ წრეში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 12 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისკენ მიმავალ გზაზე დამაჯერებლად მიიწევდა, თუმცა მაშინდელი კლუბის, „კარლსრუეს“ დატოვება და ოსტალბში გადაბარგება გადაწყვიტა.

ზივზივაძე განსაკუთრებით გასული სეზონის დასკვნით ნაწილში ბრწყინვალედ ათამაშდა და, მათ შორის, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართულ სანახაობრივ მატჩში (3:3) დუბლიც მიითვალა.

„ის მეტოქის კართან არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ ბურთსაც მაგრად ინარჩუნებს და შეტევით ორთაბრძოლებს იგებს,“ — ასე აქებს მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტი 32 წლის ბომბარდირის თვისებებს, რომელსაც მომავალ სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ შედეგებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.“ - ნათქვამია სტატიაში.

„ჰაიდენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგის ახალ სეზონს 8 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ოსნაბრაკის“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, მანამდე კი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 22 ივლისს „ბოლონიასთან“, 25 ივლისს „ჰამბურგთან“ და 1 აგვისტოს „ინგოლშტადტთან“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოდიშარიას მორიგი საგოლე პასი | რფს-მა ლიდერობა დაიბრუნა
ოდიშარიას მორიგი საგოლე პასი | რფს-მა ლიდერობა დაიბრუნა