ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას მორიგი საგოლე პასი | რფს-მა ლიდერობა დაიბრუნა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა ოდიშარიამ RFS-ში მორიგი საგოლე მოქმედება შეასრულა.

ლატვიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ოდიშარიას RFS-ი სტუმრად „ჟელგავას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ლაშა ოდიშარიამ ითამაშა. 23 წლის შემტევმა თანაგუნდელ მამადუ სილას საგოლე პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლაშა ოდიშარიასთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-11 მატჩი და მე-5 საგოლე პასი იყო, ქართველ შემტევს ჯერჯერობით, გოლი არ გაუტანია.

23 ტურის შემდეგ, RFS-ი ლატვიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან რიგას 1 ქულით უსწრებს. ოდიშარიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 ივლისს, სტუმრად ტუკუმსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ ფასად კვარაცხელიას ველოდებოდი“ - პირს მორგანი როჯერსის ტრანსფერზე
„ასეთ ფასად კვარაცხელიას ველოდებოდი“ - პირს მორგანი როჯერსის ტრანსფერზე