„ასეთ ფასად კვარაცხელიას ველოდებოდი“ - პირს მორგანი როჯერსის ტრანსფერზე
ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი, პირს მორგანი, ინგლისის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ შემტევის, მორგან როჯერსის „ჩელსიში“ პოტენციურ ტრანსფერს გამოეხმაურა და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.
პირს მორგანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმ ფასად, რასაც „ჩელსი“ პირს მორგანის სანაცვლოდ იხდის, ელოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, ან ვინისიუს ჟუნიორის შესაძენად გადაიხდიდნენ.
„სასაცილო ფასია. ასეთ დიდ თანხად ვინისიუს ჯუნიორს ან კვარაცხელიას ველოდებოდი“, - დაწერა პირს მორგანმა.
Ridiculous price. For that kind of money, I’d expect Vinicius Jr or Kvaratskhelia. https://t.co/V0Vucn0PyA
— Piers Morgan (@piersmorgan) July 18, 2026
ცნობისთვის, გუშინ ცნობილმა სატრანსფერო ინსაიდერმა და The Athletic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტაინმა ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ მორგან როჯერსმა და „ჩელსიმ“ ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს და ლოდნონელები „ასტონ ვილას“ მის სანაცვლოდ 117 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.