ჩაბი ალონსო, მორგან როჯერსი
Aa
Aa

მორგან როჯერსი ჩელსიში გადადის | ასტონ ვილა 117 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს

ლონდონის „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასთან“ შეთანხმებას მიაღწია და მორგან როჯერსს გაიფორმებს. ამ ინფორმაციას The Athletic-ის ავტორიტეტული ჟურნალისტი, დევიდ ორნშტაინი ავრცელებს და გარიგების დეტალებს ასაჯაროებს.

ორნშტაინის მიხედვით, „ჩელსიმ“ „ასტონ ვილას“ 117 მილიონი გირვანქა სტერლინგი (137.5 მილიონი ევრო) შესთავაზა და ბირმინგემელებისგან თანხმობა მიიღო. „არისტოკრატები“ როჯერსთან ხელშეკრულების ბოლო საკითხებს აგვარებენ და ორშაბათს, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებს გაივლის.

როჯერსსა და „ჩელსის“ შორის 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. 23 წლის ინგლისელს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა ძალიან უნდოდა და მორგანი ჩაბი ალონსოს საფეხბურთო პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

როჯერსის გადაბირებით „არსენალიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ჩელსი“ თავად ფეხბურთელის არჩევანია. „ასტონ ვილამ“ როჯერსი 2024 წელს, „მიდლსბროსგან“ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რასაც 8 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატა. კონტრაქტის მიხედვით, ბირმინგემელებმა „მიდლსბროს“ ტრანსფერის სანაცვლოდ მიღებული თანხის 20 პროცენტი უნდა გადაუხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის რჩევა მამარდაშვილს
„ძალიან კარგი მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის რჩევა მამარდაშვილს