„მთელი საქართველო შენ გვერდითაა“ | ნონამ კვარაცხელია გაამხნევა
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა. ნონამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, „კვარას“ მხარი დაუჭირა და უთხრა, რომ მთელი საქართველო მის გვერდითაა.
„ყველამ იცის როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია - ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება. ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა რომ მეთქვა შენთვის კვარა შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება!
შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი! გვეამაყება რომ ხარ ქართველი! მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ! შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელ სამყაროში!
შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან! შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ რაც ნიშნავს რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია!
მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის! მთელი საქართველო შენ გვერდითაა“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მისი სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 6-9 თვეს გაგრძელდება და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს