ჩემპიონი და პრიზიორები - მოჭადრაკეების ევროპული წარმატება
Aa
Aa

ჩემპიონი და პრიზიორები - მოჭადრაკეების ევროპული წარმატება

საბერძნეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამი მედალი სამ სხვადასხვა ასაკში მოიპოვეს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ ქართულ ჭადრაკს დიდი მომავალი და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ახლო მომავალშიც მაღალი დონის მიღწევებით განებივრებულები ვიქნებით.

საუკეთესო შედეგი ლილე სვანაძემ დააფიქსირა, რომელიც 10-წლამდე მოჭადრაკეებს შორის ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ლილემ ცხრა ტურში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა. 14-წლამდელებში ბრინჯაოს მედალს თეა რუსიტაშვილი, ხოლო 16-წლამდე მოჭადრაკეებს შორის ერეკლე ტაბატაძე დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ როგორც თეამ, ასევე ერეკლემ ცხრა ტურში შვიდი ქულა დააგროვეს.

ცნობისათვის, უკანასკნელი თოთხმეტი წლის განმავლობაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ქართველმა მოჭადრაკეებმა საერთო ჯამში 4 ოქროს, 9 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო კონტინენტის პირველობები ჩვენი ქვეყნისთვის 2015, 2016, 2023 და 2026 წლებში ჩატარებული ტურნირები იყო, რადგან ამ ოთხ შემთხვევაში შეჯიბრება უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე არ დაგვიტოვებია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მთელი საქართველო შენ გვერდითაა“ | ნონამ კვარაცხელია გაამხნევა
    „მთელი საქართველო შენ გვერდითაა“ | ნონამ კვარაცხელია გაამხნევა