ოქრო და ბრინჯაო - მოჭადრაკეების ორი მედალი
მონაკოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს. განსაკუთრებით გამორჩეული ნინო ბაციაშვილი გახლდათ, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და თანაც ეს მსოფლიოს ექს-ჩემპიონის დამარცხების შედეგად მოიპოვა.
ბაციაშვილის მეტოქე გადამწყვეტ ტურში ალექსანდრა კოსტენიუკი გახლდათ, რომელიც ბრწყინვალე სტილში დაამარცხა. მედლის გარეშე არც სოფიო გვეტაძე დარჩენილა - მან თერთმეტ პარტიაში დაგროვებული 7,5 ქულით კონკურენტთან III-IV ადგილები გაინაწილა და ბრინჯაოს პრიზიორი დამატებითი მაჩვენებლით გახდა.
ცნობისათვის, საქართველოს დელეგაციამ წარმატებას სწრაფის გარდა, ელვისებურ ჭადრაკშიც მიაღწია, სადაც ბელა ხოტენაშვილი ჩემპიონობასთან ახლოს გახლდათ და ვერცხლის მედალს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა.