მეხუთედ გაჩემპიონებულები - ბაციაშვილის და ჯობავას ტრიუმფი
საქართველოს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალ მოჭადრაკეთა შორის ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდნენ. ვაჟთა რიგით 85-ე პირველობაზე პირველ ადგილზე ბაადურ ჯობავა გავიდა, რომელმაც კონკურენტებს უშეღავათო ბრძოლაში აჯობა და ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკე კარიერაში მეხუთედ გახდა. აქამდე მას ეროვნული ჩემპიონატში უმაღლესი სინჯის მედალი 2003, 2007, 2012 და 2024 წლებში ჰქონდა მოპოვებული.
ქალ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა, რომელიც ჯობავას მსგავსად საქართველოს ჩემპიონობა კარიერაში მეხუთედ იზეიმა. ნინოს აქამდე ოქროს მედალი 2015, 2018, 2020, 2022 და 2026 წლებში ჰქონდა მოგებული. სხვათა შორის, ბაციაშვილს არაჩვეულებრივი პერიოდი უდგას, რადგან ცოტა ხნის წინ ის სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ცნობისათვის, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 ათას ლარს შეადგენდა. საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეეები კი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სრულად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან დაფინანსდებიან.