ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

გაფრინდაშვილის და სტურუას ტრიუმფი - ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები

სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გამართული ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის ტრიუმფალურად დასრულდა. ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა პლანეტის პირველობა 75 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეებს შორის მოიგო, ხოლო ზურაბ სტურუამ +65 ტურნირში გაიმარჯვა.

გაფრინდაშვილმა 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა, ყველა კონკურენტს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონი სენიორებს შორის მეცხრედ, ხოლო მთლიანად კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა. რაც შეეხება სტურუას, ზურაბმა ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულას მოუყარა თავი და პირველი ადგილი დაიკავა. აქვე გეტყვით, რომ სტურუას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეებს შორის ორჯერ აქვს მოპოვებული.

ცნობისათვის, საჭადრაკო კარიერის გარდა, ნონა გაფრინდაშვილი მთლიანად სპორტის დიდი მოყვარული და ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარია. ცოტა ხნის წინ მან ტრავმირებულ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არამხოლოდ ის, არამედ მთელი ქვეყანა საქართველოს ნაკრების კაპიტნის გვერდით არის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეხუთედ გაჩემპიონებულები - ბაციაშვილის და ჯობავას ტრიუმფი
    მეხუთედ გაჩემპიონებულები - ბაციაშვილის და ჯობავას ტრიუმფი