ავღანეთში ჭადრაკი აიკრძალა | რა გახდა ამის მიზეზი
Aa
Aa

ავღანეთში ჭადრაკი აიკრძალა | რა გახდა ამის მიზეზი

თალიბანის მთავრობამ ავღანეთში ჭადრაკი დროებით აკრძალა. კვირას, კეთილშობილების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ჭადრაკი რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების გამო აკრძალა და ავღანეთის ჭადრაკის ფედერაცია დაშალა.

Kamaa Press-ის ინფორმაციით, ჭადრაკი აზარტული თამაშის ერთ-ერთ საშუალებად ჩაითვალა, რაც შარიათს ეწინააღმდეგება და ამ საკითხთან დაკავშირებით, განხილვა მიმდინარეობს. მოკვლევის დასრულებამდე, ჭადრაკი ავღანეთში აკრძალული იქნება და არანაირი საჭადრაკო ღონისძიება არ გაიმართება.

„MMA-ისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად აკრძალულია, ჭადრაკი სრულად აკრძალული არაა. უბრალოდ დროებითი აკრძალვა დაუწესეს, სანამ ადმინისტრაციული და რელიგიური საკითხების განხილვა მიმდინარეობს“, - აცხადებს დიდოსტატი იან როჯერსი.

ვინც არ იცით, ავღანეთში MMA აკრძალულია. იქაური მთავრობის მიხედვით, ეს სპორტი ზედმეტად ძალადობრივია და შარიათს ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა