მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ ტოპ 15 შეადგინა და მისი რეიტინგის სათავეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება.
„ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, როდესაც უკვე პარტენოპეის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ადარებდნენ. ქართველი გარემარბის ახალი მეტსახელი, „კვარადონა“ იტალიური გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა და მთელი ნახევარკუნძულის სალაპარაკო თემა გახდა. რა თქმა უნდა, ხვიჩას რთულად წარმოსათქმელი გვარი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახლდათ, მაგრამ მთავარი მაინც, ხრიკების უსაზღვრო არსენალი იყო, რომელთა გამოც, ხვიჩა, ყველა დროის ალბათ საუკეთესო დრიბლიორთან, დიეგო მარადონასთან შედარებას ნამდვილად იმსახურებდა.
იტალიაში ჩატარებული სადებიუტო სეზონისას, როდესაც ნაპოლიმ სკუდეტო მარადონას შემდეგ პირველად მოიგო, კვარაცხელიამ განაცხადა, რომ თავისუფლება მისი საფირმო ხელწერაა. ჩემპიონობის შემდეგ, მთელ ნაპოლის რეგრესი ჰქონდა, მაგრამ მეტოქე გუნდების მცველებმა თავსატეხი სახელად „ხვიჩა კვარაცხელია“ მაინც ვერ ამოხსნეს. მეორე სეზონში, კვარაცხელია მეტოქეებზე უფრო მეტჯერ წავიდა და მათი ჩამოშორების უკეთესი პროცენტი ჰქონდა. ზამთარში, ხვიჩა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა და პარიზში, ახალი ცხოვრება ცეცხლოვნად დაიწყო. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩინა“.
Givemesport-ის რეიტინგი ასე გამოიყურება: 2) რაიან შერკი, 3) ჯამალ მუსიალა, 4) ვინისიუს ჟუნიორი, 5) უსმან დემბელე, 6) ლიონელ მესი, 7) ლამინ იამალი, 8) დეზირე დუე, 9) ნიკო უილიამსი, 10) კილიან მბაპე, 11) როდრიგო, 12) ფლორიან ვირცი, 13) ჟერემი დოკუ, 14) სავინიო, 15) ჯეიმი გიტენსი.