მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა შორის ქართველმა მოჭადრაკეებმა სამი მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის, რომელიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში (+50 და +65) გაიმართა და 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც სამი მედალი მოიპოვეს.
+50 ასაკობრივ კატეგორიაში მიხეილ კეკელიძემ 11 ტურიდან 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
+65 ასაკობრივ კატეგორიაში ზურაბ სტურუამ 8.5 ქულით კონკურენტებთნ I–VI ადგილები გაინაწილა, მაგრამ კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
+65 ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა შორის, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა 11-იდან 7,5 ქულა მოიპოვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სხვა ქართველი მონაწილეების შედეგები ასეთია:
+50 ასაკობრივი კატეგორია, ქალები:
ინგა ხურცილავა – 7 ქულა
სოფიკო ტერელაძე – 6.5 ქულა
სოფიო ნიკოლაძე – 6 ქულა
+50 ასაკობრივი კატეგორია, მამაკაცები:
ალექსანდრე ყაშაშვილი – 6.5 ქულა
ზაზა ხოფერია – 5 ქულა.