მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა
ესპანეთის ქალაქ ლინარესში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
მსოფლიოს პირველობაზე მერი არაბიძემ მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი - მცირე ვერცხლის.
მერი არაბიძემ ოქრო მეოთხე დაფაზე მოიპოვა, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი შედეგი მეორე დაფაზე აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს