ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

შვედეთის 250-ქულიანი ტურნირი | ბასილაშვილი მერვედფინალშია

შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიტანელ იან ჩოინსკის (75) ორ სეტში მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, 4:4-ზე კი ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმი მოიგო და სეტი საკუთარ ჩაწოდებაზე დაასრულა - 6:4.

მეორე სეტი კიდევ უფრო თანაბარი გამოდგა და საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ასევე ბასილაშვილმა იმარჯვა - 7:6 (6:4). მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ტიაგო აგუსტინ ტირანტე (61) იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იტალიანო ლუჩიანო დარდერია, რომელიც გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-5 დიდი სლემი კარიერაში - სინერმა უიმბლდონის ფინალში ზვერევი დაამარცხა
მე-5 დიდი სლემი კარიერაში - სინერმა უიმბლდონის ფინალში ზვერევი დაამარცხა