ბრწყინვალე გოლი და საგოლე პასი - ანდრონიკაშვილმა გუნდი მარცხისგან იხსნა
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში არაჩვეულებრივად გამოიყურება და არამხოლოდ საკუთარ გუნდში, არამედ მთლიანად პირველობის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად სრულიად დამსახურებულად ითვლება. გორის „დილადან“ „ანდიჟანში“ გადასული 27 წლის შუა ხაზელი თავიდანვე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, დღეს გამართულ სუპერლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში კი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
ტაშკენტში, ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ „ანდიჟანი“ 68-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით, 0:2 მარცხდებოდა, როდესაც ანდრონიკაშვილმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ჯერ ბრწყინვალე გოლით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 89-ე წუთზე, ეფექტური გადაცემით თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და ხამიდულო კარიმოვმა საბოლოო ანგარიში, 3:3 დააფიქსირა.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა 13 მატჩიდან ყველა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 11 შეუცვლელად ჩაატარა და თავი 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა, რაც ცენტრალური ნახევარმცველისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.