მათეუსი: რაც არგენტინამ ფინალში გააკეთა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების საქციელზე ისაუბრა.
ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ლიონელ სკალონის გუნდი ესპანეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.
„ზოგადად, არგენტინული ფეხბურთის ფანი ვარ, მაგრამ ის, რაც სამხრეთამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აჩვენეს, ფეხბურთთან ახლოსაც კი არ იყო.
ესპანეთს თამაში სურდა, არგენტინას - არა. მათ სიმამაცე დააკლდათ და თავს იმ სცენების მოწყობის უფლება მისცეს, რომლებიც საფეხბურთო მოედანზე არ გვჭირდება. მათ აჩვენეს, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც წაგება არ იციან და ესპანელებს ჩემპიონთა დერეფანიც კი არ მოუწყვეს, რამაც ძალიან დამაღონა.
მესმის თქვენი გულაცრუება, მაგრამ ეს პატივისცემის საკითხია იმ გუნდის მიმართ, რომელიც დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი“,
- დაწერა მათეუსმა თავის სვეტში.