გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი
Aa
Aa

„მაშინაც ვერ იგებს, როცა მე იქ არ ვარ“ - რინერი თუშიშვილზე

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში ინალ ტასოევთან მარცხი განიცადა, თუმცა ამ საღამოს ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ჯუდოკებს მედლები ლეგენდარულმა ფრანგმა ტედი რინერმა გადასცა. თუშიშვილმა კი მას ხელი არ ჩამოართვა. ეს კი პარიზის ოლიმპიადის სკანდალის გაგრძელება იყო.

ამის შესახებ რინერი RMC Sport-ს ესაუბრა:

„ჩვენს შორის ყველაფერი ყოველთვის ასე იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საბრძოლო სპორტია. ჩვენ ვხედავთ, რომ ის მაშინაც ვერ იმარჯვებს, როცა მე იქ არ ვარ. სულ ეს არის. თუშიშვილის შესახებ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. დღეს საუკეთესოებმა გაიმარჯვეს. საბოლოოდ მხოლოდ გამარჯვებულები (პირველები) ამახსოვრდებათ“.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, როცა რინერმა გამარჯვების მომენტში გურამის მისამართით გამომწვევი ჟესტი გამოიყენა, რაზეც თუშიშვილი წამოეგო და პასუხი გასცა. საბოლოოდ, ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ ქართველი ჯუდოკა დასაჯა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა ჩხუბი არ მაინტერესებს“ - ჯონსის პასუხი ასპინალს
„ახლა ჩხუბი არ მაინტერესებს“ - ჯონსის პასუხი ასპინალს