მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორი: “ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვარ“

UFC 329-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება იყო. ირლანდიელი მებრძოლის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას MMA-ის სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ჩხუბმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა და მხოლოდ 1 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა. კონორმა ტრამვა მიიღო და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

ბრძოლის შემდეგ, ლეგენდარულმა ირლანდიელმა სოციალურ ქსელში მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კონორმა?

„მუხლმა საბოლოოდ მიმტყუნა. ყველაფერი განადგურებულია. ბრძოლამდე არანაირი ტრავმა არ მაწუხებდა. მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში თავისუფლად ვურტყამდი ფეხებს, ვხტებოდი, იგივე გავაკეთე კულისებშიც ბრძოლის დაწყებამდე.

ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა. ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვარ. ამას მხოლოდ ერთი სიტყვით აღვწერ — ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია.“

ცნობისთვის, ირლანდიელი მებრძოლის დამარცხებით „დალოცვილმა“ კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მაკგრეგორს, მან მეშვიდედ წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვვარაუდობთ, რომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა“ | დენა უაითი კონორის ტრავმაზე
„ვვარაუდობთ, რომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა“ | დენა უაითი კონორის ტრავმაზე