მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ჰოლოუეი: “არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო“

UFC 329-ის მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება იყო. ირლანდიელი მებრძოლის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას MMA-ის სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ჩხუბმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა და მხოლოდ 1 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა. კონორმა ტრამვა მიიღო და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

ბრძოლის შემდეგ, ჰოლოუეიმ კომენტარი გააკეთა.

ჰოლოუეი:

„არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო. კონორი მებრძოლია და ვიცი, რომ ასე დასრულება არც მას უნდოდა. თუ ის გამოჯანმრთელდება და კიდევ ერთხელ მოუნდება ბრძოლა, მე მზად ვარ. მესამე ბრძოლას სიამოვნებით ჩავატარებ.

ვხედავდი, რომ ფეხზე პრობლემები ჰქონდა. მსაჯს ვეუბნებოდი, შეეჩერებინა ბრძოლა, მაგრამ კონორი ბოლომდე ცდილობდა გაგრძელებას. კონორი ლეგენდაა. მას უდიდეს პატივს ვცემ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება. თუ კონორს დაბრუნება მოუნდება, ეს კარი ჩემთვის ღიაა. მაგრამ ახლა მთავარი მისი ჯანმრთელობაა.“

ცნობისთვის, ირლანდიელი მებრძოლის დამარცხებით „დალოცვილმა“ კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მაკგრეგორს, მან მეშვიდედ წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები