კონორ მაკგრეგორი, დენა უაითი
Aa
Aa

„ვვარაუდობთ, რომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა“ | დენა უაითი კონორის ტრავმაზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა. საბრძოლო ორგანიზაციის პირველმა პირმა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ირლანდიელმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

„ყველა, ვინც ამ სპორტის შესახებ რამე იცის, ხვდება, რომ 5-წლიანი პაუზა სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესანიშნავი ღონისძიება იყო და მინიმუმ 1-რაუნდიან ომს ველოდებოდი. არავინ იცოდა, 5-წლიანი პაუზის შემდეგ კონორის კარდიოს რა შეეძლო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ეს ჩემი მოსაზრებაა და ექიმებიც იმავეს ფიქრობენ. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც მაკგრეგორს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება“.

ცნობისთვის, UFC 329-ის მთავარი მოვლენა მხოლოდ 1 წუთსა და 9 წამს გაგრძელდა. მაკგრეგორმა ჩხუბის სტარტზე ჰაი-კიკი გაუშვა, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა და დაიზიანა. საბოლოოდ ორთაბრძოლის გაჩერება გახდა საჭირო და „დალოცვილმა“ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ მსაჯს რამდენჯერმე უთხრა, ჩხუბი გაეჩერებინა, რადგან მის მეტოქეს ფეხზე დგომა უჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სწორი არ იყო“ | ცარუკიანმა მერაბისა და რუსი მოჭიდავის ჩხუბზე ისაუბრა
„ეს სწორი არ იყო“ | ცარუკიანმა მერაბისა და რუსი მოჭიდავის ჩხუბზე ისაუბრა