მოულოდნელი დასასრული | PFL-ში ცერცვაძე მექსიკელ ალბასთან დამარცხდა
ქართველმა მებრძოლმა, ბორენა ცერცვაძემ MMA-ს ორგანიზაცია PFL-ში თავისი მეორე ბრძოლა გამართა, სადაც მექსიკელ ვიქტორია ალბასთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გამარჯვებული მსაჯების გადაწყვეტილებით უნდა გამოვლენილიყო, თუმცა სამრაუნდიანი დაპირისპირების მიწურულს, ბრძოლის დასრულებამდე სულ რაღაც 10 წამით ადრე, მექსიკელმა მებრძოლმა ფეხის თავის არეში დარტყმისა და მუშტების კომბინაციით ტექნიკური ნოკაუტი შეასრულა.
ბორენა ცერცვაძემ MMA-ში მერვე ბრძოლა გამართა, მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და 2 მარცხია. სამწუხაროდ, ქართველმა მებრძოლმა PFL-ში მეორე ჩხუბი გამართა და ორივე დათმო.