პარტიზანს მისი დამატება სურს | შენგელიას ახალი მსურველი ჰყავს
თორნიკე შენგელიას გაფორმება ევროლიგის რამდენიმე კლუბს სურს. დიდი შანსია, ქართველმა კალათბურთელმა „ბარსელონა“ დატოვოს და მისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა — „პარტიზანი“.
შენგელიას „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. მისი გამოსასყიდი 1 მილიონი ევროა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა, საერთო ენა გამონახონ და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტონ.
„პარტიზანს“ დიდი იმედი აქვს, რომ ქართველ კალათბურთელს დაიყოლიებს და მას გაიფორმებს. სერბული კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხოან პენაროიაა, რომელსაც შენგელია ძალიან კარგად იცნობს და მასთან უმუშავია კიდეც. ეს შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ცნობისთვის, „პარტიზანმა“ ევროლიგის გასული სეზონი 16 მოგებითა და 22 წაგებით დაასრულა და მე-15 ადგილი დაიკავა. სერბული კლუბის გარდა, შენგელია „დუბაისაც“ დაუკავშირეს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.