პირადი მეურვე მესის? არგენტინა ბინძური გუნდია? | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ფურია როხა“ არგენტინას დაუპირისპირდება და ესპანელთა დამრიგებელმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მხოლოდ მოგებაა ერთადერთი ვარიანტი?: „ფინალში ყოფნაც პრივილეგიაა. გვინდა, მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ. მომენტით სიამოვნებას მივიღებთ, ჩვენი მეტოქე კი ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს“.
არგენტინის სათამაშო სტილი: „ფანტასტიკური სანახაობა იქნება. ორივე ნაკრები სუპერგუნდია, ბევრი მსგავსებით. ორივე მათგანი შეეცდება, თამაშის სცენარი თავის სასარგებლოდ წარმართოს. ორივე გუნდი აჩვენებს ფეხბურთს, რომელშიც ნიჭი ჭარბობს. მსაჯები იმისთვის არიან, რომ სანახაობა გააუმჯობესონ, ჩვენ კი იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ“.
ნერვები: „ვნერვიულობ, რადგან სასტუმროში ვერტმფრენით უნდა დავბრუნდეთ. სხვა არაფერზე ვნერვიულობ. მშვიდად ვარ და გვინდა, ჩვენი ფეხბურთით სიამოვნება მივიღოთ“.
ლამინ იამალი: „ლამინი თავს კარგად გრძნობს. ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა და იმედია, ხვალ რაიმე დაბრკოლება არ გვექნება. ლამინი ლამინია, მესი კი შეუცვლელია. ის ყველასთვის სამაგალითოა. მისი დამოკიდებულება, მისი ქმედებები... საოცრებაა, ამ ასაკში მსოფლიოზე ასე რომ თამაშობს“.
მისი საიდუმლო: „მთავარი ხრიკი მუშაობაში, მუშაობასა და მუშაობაშია და გარანტია ესეც არ არის. როცა არ გამოდის, მაინც უნდა განაგრძო მუშაობა და გარშემო კარგი ადამიანები შემოიკრიბო: კარგი ფეხბურთელები, კარგი სამწვრთნელო შტაბი...“
უფრო ხანგრძლივი შესვენება: „სანამ ამ გზას დავიწყებდით, ფეხბურთელებს ვესაუბრე მსოფლიო ჩემპიონატის თავისებურებებზე და აი, რა რეალობაც გვაქვს. არცერთი პრეტენზია ან საყვედური არ ყოფილა. ეს ყველაფერი, რაც დღეს უცნაურად გვეჩვენება, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ჩვეულებრივ ამბად იქცეს. ასეთია რეალობა. უბრალოდ ადაპტაციაა საჭირო და მორჩა“.
პერსონალური მეურვე მესის?: „მესის ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როდესაც „სევილიას“ ახალგაზრდულ გუნდს ვწვრთნიდი. თავიდან მის წინააღმდეგ ინდივიდუალური მეურვე გვყავდა, მაგრამ შემდეგ, ყვითელი ბარათის მიღების გამო, მისი შეცვლა მოგვიწია და მათ ოთხი გოლი გაგვიტანეს. მესის პერსონალურად არ ვეთამაშებით, მაგრამ ფხიზლად ვიქნებით“.
არის თუ არა არგენტინა ბინძური ან უსამართლო გუნდი?: „ყველა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არა. უდიდეს პატივს ვცემ ამ ეროვნულ ნაკრებს. ახლახან ისტორია დაწერეს და მათ ჩემი მეგობარი ხელმძღვანელობს“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს არის ჩანიშნული. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.