საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

მოსალოდნელი შტორმის გამო, საქართველოსა და ჩილეს მატჩს პრობლემები შეექმნა

მსოფლიოს ერთა თასზე, საქართველოსა და ჩილეს მორაგბეთა ნაკრებების მატჩი მოსალოდნელი შტორმის გამო სხვა ქალაქში გადაიტანეს. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, შეხვედრა 18 ივლისს, ლა სერენაში უნდა გამართულიყო, თუმცა მოსალოდნელი უამინდობის გამო მატჩი სანტიაგოში გაიმართება.

ლა სერენას მუნიციპალიტეტმა მოსალოდნელი შტორმის გამო პრევენციული „წითელი განგაში“ გამოაცხადა, რის გამოც ქალაქში ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის სპორტულიც.

ამინდის პირობების დეტალური შეფასებისა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩილეს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ მატჩი სანტიაგოში, CARR Mahuida-ზე გაიმართება. შეიცვალა მატჩის დაწყების დროც, - შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23:00 საათისა) შეესაბამება.

ასევე, რეგიონში მოსალოდნელი რთული ამინდის პირობების გამო, მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარეკორდო მოგება სამოასთან! - ბორჯღალოსნების მეორე გამარჯვება ერთა თასზე
სარეკორდო მოგება სამოასთან! - ბორჯღალოსნების მეორე გამარჯვება ერთა თასზე