ლუკა მატკავა
Aa
Aa

84 ქულა და 28-ქულიანი უპირატესობა - მატკავა მსოფლიო რაგბის ერთა თასის საუკეთესო მექულეა

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა მსოფლიო რაგბის ერთა თასის სადებიუტო გათამაშების საუკეთესო მექულე გახდა. ქართველმა უკანახაზელმა ტურნირზე ჯამში 84 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 28 ქულით გაუსწრო.

მატკავას ანგარიშზე ერთი ლელო, შვიდი ზუსტად შესრულებული ჯარიმა და 29 გარდასახვაა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის მორაგბე „ბორჯღალოსნების“ ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაშიც მესამე პოზიციას იკავებს. მას მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილი და თედო აბჟანდაძე უსწრებენ.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულეები:

  1. მერაბ კვირიკაშვილი — 115 მატჩი, 840 ქულა;
  2. თედო აბჟანდაძე — 67 მატჩი, 413 ქულა;
  3. ლუკა მატკავა — 43 მატჩი, 338 ქულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები