პაულო კოსტა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„წიწილა მიწოდა? ვნახოთ, რომელი რუსის მოკვლა მომიწევს“ - კოსტა ანკალაევს ითხოვს

UFC-ის ქვემძიმე წონით დივიზიონში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ყველაფერი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის განცხადებით დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ კარლოს ულბერგის ტრავმიანობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში წონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლა აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს. ერთ-ერთი პირველი, რომელიც დენას ნათქვამს გამოეხმაურა, ბრაზილიელი პაულო კოსტა გახლდათ, რომელმაც საკმაოდ რეზონანსული კომენტარი გააკეთა.

პაულო კოსტა

დენა უაითმა და ჰანტერ კემპბელმა ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ტიტულის პრეტედენტი ვიქნებოდი. ანკალაევმა წიწილა მიწოდა? ველოდები, რომელი რუსის მოკვლა მომიწევს ამჯერად. ვფიქრობ, ჩემი და მაგომედ ანკალაევის ჩხუბი ორგანიზაციის ისტორიაში შესაძლოა ყველა დროის ყველაზე დიდი წარმოდგენა გახდეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვათა შორის, სანამ პაულო კოსტასგან გამოწვევას მიიღებდა, მაგომედ ანკალაევმა მასზე თქვა, რომ დაბალი დონის მებრძოლია, წიწილას ჰგავს და მასთან ჩხუბი ამ ეტაპზე მის გეგმებში არ შედის. რაც შეეხება კოსტას ნათქვამს რუს მებრძოლებზე, ტყუილად ნამდვილად არ იმუქრება, რადგან ბოლო ორი დაპირისპირება სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომან კოპილოვსა და აზამატ მურზაყანოვს მოუგო.

ცნობისათვის, ქვემძიმე წონაში შაბათს, 25 ივლისს, მაგომედ ანკალაევი აბუ-დაბიში ხალილ რაუნთრის უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა და მის ნაცვლად დაღესტნელი ყოფილი ჩემპიონის მეტოქე რეიტინგის მეცხრე ნომერი ბოგდან გუსკოვი იქნება. აქვე გეტყვით, რომ აპრილში დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში კარლოს ულბერგმა ირჟი პროჰასკა დაამარცხა, თუმცა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ოქტაგონზე დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს და დროებითი ტიტულისთვის ჩხუბის ჩანიშვნა დენა უაითმა საჭიროდ სწორედ ამიტომ ჩათვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის დვალიშვილთან ტრილოგია უნდა
„მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის დვალიშვილთან ტრილოგია უნდა