ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ვიცოდი, რომ გეიჯი მოიგებდა“ | მახაჩევის გუნდელის კომენტარი

მაგომედ ზაინუკოვი ისლამ მახაჩევის გუნდის წევრი მებრძოლია, რომელიც 25 ივლისს, UFC-ში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. MMA-ის სამყარო მას „ჩანკოდ“ იცნობს, მაგრამ საყოველთაო პოპულარობა „ჯონ პორკის“ მეტსახელით მოიპოვა, რაც მახაჩევის დამსახურებაა.

ზაინუკოვმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ერთ-ერთ ინტერვიუში „ჩანკომ“ განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ წაგებაში დარწმუნებული იყო და გეიჯის გამარჯვებაზე ფსონიც ჰქონდა განთავსებული.

„თანხა გეიჯის მოგებაზე მედო, რადგან გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც ბევრი ჩხუბი უნახავს. ძალიან კარგი მეტოქეები ჰყოლია და ბევრ რამეს გადაურჩა. უამრავი ძლიერი დარტყმა მოხვედრია, გადარჩენილა და მიზნისთვის მაინც მიუღწევია. ეს ბოლო ორთაბრძოლაშიც დაადასტურა.“

შეკითხვაზე, ისლამ მახაჩევთან ერთად ხომ არ უყურა ამ ჩხუბს, „ჩანკომ“ განაცხადა: „სიმართლე გითხრათ, ამ ჩხუბისთვის არც კი მიყურებია. დავიძინე, დილით გამეღვიძა და ვნახე, რომ ილიას ნოკაუტით ჰქონდა წაგებული, სულ ესაა.“

ცნობისთვის, როდესაც მახაჩევის სავარჯიშო დარბაზს ლეგენდარული დემეტრიუს ჯონსონი ესტუმრა, ისლამმა მას თავისი გუნდელები გააცნო. ერთ-ერთი სწორედ ზაინუკოვი გახლდათ. მახაჩევმა მისი მეტსახელი, „ჩანკო“ ისე წარმოთქვა, ფანებს ეგონათ, მას „ჯონ პორკს“ ეძახდა.

ვინც არ იცით, „ჯონ პორკი (John Pork) არის ინფლუენსერი, რომელსაც ადამიანის სხეული და ციფრულად დამუშავებული ღორის თავი აქვს. მან პოპულარობა ინტერნეტ-მიმებით მოიპოვა. მისი ისტორია 2018 წელს ინსტაგრამზე დაიწყო, 2023 წელს კი TikTok-ის მასშტაბურ ფენომენად იქცა, როდესაც მომხმარებლებმა ვირუსული ვიდეო-შაბლონები — „John Pork is calling you“ („ჯონ პორკი გირეკავთ“) — შექმნეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის დვალიშვილთან ტრილოგია უნდა
„მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის დვალიშვილთან ტრილოგია უნდა